სოციალური პროექტი - ეკოლოგია


სიპსაჩხერისმუნიციპალიტეტისსოფელსხვიტორისსაჯაროსკოლა

სოციალური პროექტი „ ეკოლოგია და ჩვენ ‘’

მასწავლებელი: ხათუნა ზაბახიძე
საგანი: მუსიკა
თემა:ეკოლოგია
მოსწავლეთა პროფილი: 15 მოსწავლე; სსსმ მოსწავლე 0
კლასი:III
დრო: 3 კვირა
თემის შინაარსი/ პროექტის აქტუალურობა: დღეს ყველგან ისმის, რომ ჩვენი პლანეტა დანაგვიანებულია  საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. დედამიწა შველას ითხოვს, იბადება უამრავი კითხვა ჩვენი პლანეტის ირგვლივ. იმისათვის , რომ ბავშვებს დავეხმაროთეკოლოგიური პრობლემების გაცნობიერებაში, საჭიროა , უშუალო მონაწილეობა მივაღებინოთ მის დაცვაში.
დაბინძურებული გარემო უარყოფითად მოქმედებს ჩვენს საკუთარ ჯანმრთელობაზე. სკოლაში და თემში არ ტარდება ღონისძიებები გარემოს დაცვის ხეშესაწყობად. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის წესების დამკვიდრებას სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები გააცნობიერებენ საკუთარ მოქალაქეობრივ მოვალეობას,  რომელიც მათ გააჩნიათ ჩვენი პლანეტის გადარჩენის საყოველთაო საკითხში. გაიგებენ, რა უნდა გააკეთონ ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, გამონაბოლქვის შემცირების, წყლის და ჰაერის დაბინძურების პრობლემებთან დაკავშირებით.

ესგ. სტანდარტი:
მუს.III.6.მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში მუშაობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მუშაობს სხვებთან ერთად;
·           ეხმარება თანაკლასელებს;
·           ყურს უგდებს განსხვავებულ აზრს;
·           ემზადება ჯგუფური წარმოდგენისათვის.



პროექტის მონაწილეთა გამოცდილება: მოსწავლეებმა იციან პროსტერის დამზადება  კომპიუტერის გამოყენებით, ჯგუფთან ერტად პროექტის დაგეგმვა და შესრულება.
მოსალოდნელი შედეგები:
  . მოსწავლეები შეძლებენ მოიძიონ  ინფორმაცია ეკოლოგიის საკითხთან დაკავშირებით;
  . საღი მსჯელობა და აღქმა,
  . ინფორმაციის დახარისხება,ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.

კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
     . იდეების ნათლად  დ ა ეფექტურად გამოხატვა წერილობით თუ სიტყვიერი ფორმით;
     .პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში.
      საინფორმაციო წიგნიერება.
      . ინფორმაციის ეფექტურად მოპოვება, კრიტიკული და კომპონენტური შეფასება, ინფორმაციის შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხებთან თუ პრობლემებთან დაკავშირებით.
განსახორციელებელი აქტივობები:
1.     წინამოსამზადებელი სამუშაოები-მოსწავლეების ჯგუფურად დაყოფა და ფუნქციების გადანაწილება.
2.     ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა ეკოლოგიასთან დაკავშირებით.
3.     სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება,ასფალტზე ხატვა.
4.     სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის ქალბატონ ნატო ღუღუნიშვილის მინილექციის მოსმენა ეკოლოგიის თემასთან დაკავშირებით.
5.     საინფორმაციო პროსტერების დამზადება ეკოლოგიასთან დაკავშირებით.
6.     პროექტის შესახებ პრეზენტაციის მომზადება, წარდგენა და ბუკლეტების დარიგება-გავრცელება.
                   ი-  2018 წლის  მაისი-ივნისი
აქტივობები
1 კვირა
2კვირა
3 კვირა
პასუხისმგებელი პირი

1.წინამოსამზადებელი სამუშაოები-მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა და ფუნქციების გადანაწილება





III კლასის მოსწავლეები
მუსიკის მასწავლებელი


2. სკოლის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება,ასფალტზე ხატვა.





III კლასის მოსწავლეები
მუსიკის მასწავლებელი


3   ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან საუბარი ეკოლოგიასთან დაკავშირებით.




III  კლასის მოსწავლეები
მუსიკის მასწავლებელი


1.       სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელთან  შეხვედრა, მინი ლექციის მოსმენა ეკოლოგიის საკითხთან დაკავშირებით.




III კლასის მოსწავლეები
მუსიკის მასწავლებელი


2.         საინფორმაციო პრეზენტაციის მომზადება. პოსტერების დამზადება ეკოლოგიასთან დაკავშირებით და სკოლის შენობაში გაკვრა.



III კლასის მოსწავლეები
მუსიკის მასწავლებელი


6.         პრეზენტაციის   წარდგენა, , სკოლაში და თემში   და პლაკატების  და პოსტერების გავრცელება



III კლასის მოსწავლეები
მუსიკის მასწავლებელი






რისკები:
უამინდობა, მოსწავლეთა გაცდენები, წვიმიანი ამინდი ასფალტზე ხატვის დაგეგმილ დღეს, ტექნიკური პრობლემები ( ელ. ენერგიის გათიშვა, ინტერნეტკავშირის არარსებობა და ა.შ.)


პროექტის მდგრადობა:
   მოსწავლეებს აუმაღლდებათ ცოდნა ეკოლოგიის საკითხებთან დაკავშირებით. გაიაზრებენ თუ რატომ არის აუცილებელი გარემოზე ზრუნვა, მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ სხვებსაც.

პროექტის განსახორციელებლად საჭირო მასალა:
                   რესურსები/ინვეტარი: კომპიუტერი, პრინტერი, თაბახის ფურცლები, მარკერები, ფერადი ცარცი და სხვა.

                   პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
                   გრძელვადიანი და მოკლევადიანი შედეგები
                      მოკლევადიანი:
                 მოსწავლეები შეძლებენ:
                 გააცნობიერებენ, როგორ იზრუნონ სუფთა გარემოს შექმნაზე, გაუფრთხილდნენ იმ გარემოს სადაც ცხოვრობენ. შეიმეცნებენ სამყაროს და გაიმდიდრებენ თვალსაწიერს.პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს განუვითარდებათ ტექნოლოგიებთანმუშაობის კვლევითი, საკომუნიკაციო, შემეცნებითი და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები.

გრძელვადიანი:
     მოსწავლეებს განუვითარდებათ:
      კრიტიკული აზროვნება და შეიძენენ პრობლების გადაჭრის უნარს. გამოიმუშავებენ საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიურ უნარ-ჩვევებს. მიეჩვევიან ინიციატივის გამოჩენასა და დამოუკიდებელ მუშაობას.
















მონიტორინგი შეფასება:

პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება:

პროექტის მონიტორინგი/შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
შუალედური მონიტორინგი
საგნის მასწავლებელი
მე-2 კვირა, დავალების შესრულების დროს
შეაფასებს ჯგუფების საქმიანობას გამოკითხვის მეთოდით, პროექტის შუალედური შეფასების რუბრიკით.
საბოლოო შეფასება
სასწავლო პროექტის დასასრულს მასწავლებელი, პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოება.
მოსწავლეთა მიერ პრეზენტაციების წარმოდგენის შემდეგ
საგნის მასწავლებელი, მოსწავლეები და სტუმრები შეაჯამებენ სოციალური პროექტიდან მიღებულ სარგებელს პროექტზე მუშაობის პროცესში.




















ჯგუფური მუშაობა

მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი

დაკვირვების საგანი
კი
არა
შენიშვნა
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში?



იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი?



აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ?



ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს სისტემატური და საქმიანი ხასიათი?



იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები?



იმოქმედა თუ არა ჯგუფური მუშაობის პროცესმა მათ აკადემიურ მოსწრებაზე?




















პროექტის შეფასების კითხვარი                                                                       

მოსწავლის სახელი და გვარი-----------------------------------


1.     როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა ამ პროექტზე მუშაობით, თუ ისწავლე რაიმე ახალი?
ა) ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე.
ბ) მე ნაკლებად ვისწავლე ახალი.
გ) მე არაფერი მისწავლია ახალი.

2.     ამ პროექტზე მუშაობით შენს ჯგუფის წევრებთან ურთიერთობა როგორ შეიცვალა?
ა) გახდა უკეთესი
ბ) დარჩა ისეთივე როგორიც იყო.
გ) ურთიერთობა გაუარესდა.

3.     შენთვის ნათელი იყოშენი როლი ჯგუფის წინაშე?
ა) სრულიად ნათელი იყო.
ბ) ნაკლებად ნათელი იყო.
გ) სრულიად გაურკვეველი იყო.

4.      ,,მასწავლებელმა მიჩვენა გზა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე“
ა) სრულიად ვეთანხმები.
ბ) ნაწილობრივ ვეთანხმები
გ) არ ვეთანხმები.

5.      ჩვენი პროექტის შედეგებით კმაყოფილი ვარ.
ა) ვეთანხმები.
ბ) ნაწილობრივ ვეთანხმები.
გ) არ ვეთანხმები.












მოსწავლეთა თვითშეფასება
 ჯგუფი:
 წევრები:
მუს.III.6.მოსწავლეს შეუძლია  ჯგუფში მუშაობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მუშაობს სხვებთან ერთად;
·           ეხმარება თანაკლასელებს;
·           ყურს უგდებს განსხვავებულ აზრს;
·           ემზადება ჯგუფური წარმოდგენისათვის.


1.     რა მოლოდინებით დავიწყე პრეზენტაციაზე მუშაობა?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.როგორ განვითარდა ჯგუფში  თანამშრომლობა?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1.     რა მომეწონა ყველაზე მეტად?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.     რამდენად პასუხისმგებლობით ასრულებდა ჯგუფის თითეული წევრი მასზე დაკისრებულ დავალებას?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.     რამდენად მივაღწიეთ მიზანს?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.     რა იყო ,, ჩვეულებრივი გაკვეთილისაგან განსხვავებული?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.     რას გავითვალისწინებ შემდეგ პრეზენტირებისას და ჯგუფური მუშაობის პროცესში?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------














პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეთა შეფასება მასწავლებლის მიერ:

      მოქნილობა
ქულა:
5.მოსწავლეს ძალიან კარგად შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის და წინადადებების ადაპტირება და მათი დამოუკიდებლად გამოყენება.
4. მოსწავლეს შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის ადაპტირება და მათი ადეკვატურად გამოყენება.
3. მოსწავლეს სხვების უმნიშვნელო დახმარებით შეუძლია მოძიებული ინფორმაციის შეზღუდული გამოყენება.
2. მოსწავლეს უჭირს მპძიებული ინფორმაცცის გამოყენება.
1. მოსწავლეს ძალიან უჭირს ინფორმაციის ადაპტირება და გამოყენება.


თანამშრომლობის უნარი
ქულა:

5.მოსწავლე მუდმივად მზადაა მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ჯგუფურ მუშაობაში, შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადების მოსმენა და გათვალისწინება.
4. მოსწავლე მზადაა მოამარაგოს ჯგუფი იდეებით, მას უმეტესად შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების წინადადების მოსმენა და გათვალისწინება.
3. მოსწავლე ნაწილობრივ მზადაა წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობაში. მოამარაგოს ჯგუფი საკუთარი იდეებით და ითვალისწინებს  ჯგუფის სხვა წევრების მოსაზრებებს.
2. მოსწავლეს იშვიათად შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში. ვერ ამარაგებს ჯგუფს და იშვიათად ისმენს ჯგუფის სხვა წევრების მოსაზრებებს.
1. მოსწავლეს არ გააჩნია მზაობა ჯგუფური მუშაობისთვის.




საიმედოობა
ქულა:
5.მოსწავლე უმიზეზოდ არ აცდენს ჯგუფის არცერთ  შეხვედრას. დროულად და სინდისიერად ასრულებს დაკისრებულ დავალებას მისი სამუშაო რესურსები ყოველთვის მოწესრიგებულია.
4. მოსწავლე უმიზეზოდ თითქმის არ აცდენს ჯგუფის არცერთ შეხვედრას. ჯგუფის მიერ მისთვის დაკისრებულ დავაალებას თითქმის დროულად და სინდისიერად ასრულებს. მისი სამუშაო რესურსები უმეტესწილად მოწესრიგებულია.
3. მოსწავლე უმეტესწილად არ აცდენს ჯგუფის შეხვედრებს. მისი სამუშაო რესურსები ხშირად მოწესრიგებულია.
2. მოსწავლე ხშირად აცდენს შეხვედრებს, არ ასრულებს დავალებებს და რესურსებიც მოუწესრიგებელია.
1. მოსწავლე ძალიან ხშირად აცდენს შეხვედრებს, თითქმის არ ასრულებს დავალებებს, მისი სამუშაო რესურსებიც მუდამ მოუწესრიგებელია.

კომუნიკაციის უნარი
ქულა:
5.      მოსწავლე ყოველთვის ახერხებს საკუთარი ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად  გადმოცემას. იგი ყოველთვის  იცავს საუბრის/დისკუსიის წესებს.
4.     მოსწავლე კარგად ახერხებს საკუთარი ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას. იგი თითქმის ყოველთვის იცავს დისკუსიის/საუბრის წესებს.
3.   მოსწავლე უმეტესად ახერხებს თავისი ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად      გადმოცემას. იგი  ხშირად მისდევს საუბრის/დისკუსიის წესებს.
2.     მოსწავლე იშვიათად  ახერხებს კონტექსტის, საკუთარი ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემს. იგი იშვიათად მისდევს  საუბრის/დისკუსიის წესებს და თითქმის არ გასცემს პოზიტიურ იმპულსებს.

კონფლიქტების მოგვარების უნარი
ქულა:
5.მოსწავლე სისტემატურად ამჟღავნებს კომპრომისის უნარს და შეუძლია დროულად პრობლემების ოდენტიფიცირება, დროულად რეაგირებ. მას ყოველთვის შესწევს შეცდომებს  აღიარებისა  და  დასკვნების გამოტანის უნარი.
4.მოსწავლე  ამჟღავნებს კომპრომისის უნარს და ხშირად ახერხებს პრობლემების იდენტიფიცირებას და დროულ რეაგირებას. მას შეუძლია შეცდომების აღიარება და დასკვნების გამოტანა.
3.  მოსწავლეს უჭირს კომპრომისზე წასვლა და ზოგიერღი პრობლემის იდენტიფიცირება. დროული რეაგირება და უჭირს შეცდომების აღიარება.
2.  მოსწავლეს უჭირს კომპრომისზე წასვლა მას არ შეუძლია პრობლემის იდენტიფიცირება. დროული რეაგირება, უჭირს შეცდომების აღიარება და
დასკვნების გამოტანა.
1.  მოსწავლეს თითქმის  არ შეუძლია  კომპრომისზე წასვლა, არ შეუძლია დროული რეაგირება, მას ძალიან უჭირს შეცდომების აღიარება და დასკვნების გამოტანა.


სოციალური პროექტის „ეკოლოგია და ჩვენ“  ამსახველი  ფოტო მასალა, მოსწავლეების მიერ შექმნილი  Power Point-ში დამზადებული პრეზენტაციები და  ბუკლეტები (Word-ში ) განთავსებული მაქვს საკუთარ ბლოგზე:







სსიპ  საჩხერის მუნიციპალიტეტის  სოფელ სხვიტორის საჯარო სკოლა

სოციალური პროექტის რეფლექსია

1.მოხერხდა თუ არა დასახული მიზნის მიღწევა?
    სოციალური პროექტი ,,ეკოლოგიის“ თემასთან დაკავშირებით განვახორციელე მესამე კლასის მოსწავლეების  მონაწილეობით, რომლის მიზანი იყო: მოსწავლეები გაიაზრებენ, გააცნობიერებენ იმ მოქალაქეობრივ მოვალეობას, რომელიც მათ შეუძლიათ შეიტანონ დედამიწის დახმარების საყოველთაო საკითხში. გაიგებენ რა უნდა  გააკეთონ გარემოს დაბინძურების, გამონაბოლქვის შემცირების, ელ. ენერგიის დაზოგვის და ზოგადად ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. რის შედეგადაც გავედი ესგ. შედეგებზე:
მუს.III.6.მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში მუშაობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მუშაობს სხვებთან ერთად;
·           ეხმარება თანაკლასელებს;
·           ყურს უგდებს განსხვავებულ აზრს;
·           ემზადება ჯგუფური წარმოდგენისათვის.


2. რომელი აქტივობები  წარიმართა გეგმის შესაბამისად, რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
    ვფიქრობ, რომ პროექტის ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ კლასში რაოდენობრივად ცოტა მოსწავლეა, ამან გავლენა ვერ მოახდინა მათ მონდომებაზე. ისინი ხალისით იყვნენ ჩართული მუშაობაში  მთელი პროექტის განმავლობაში.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
  ყველაზე წარმატებული კომპონენტი, ვფიქრობ იყო პლაკატების გაკვრა სკოლის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე. თითოეული მოსწავლე თავდაჯერებული,  მოტივირებული და დამოულიდებელი იყო. ეს ალბათ იმან განაპირობა, რომ ისინი თვითონ ქმნიდნენ რესურსებს ეკოლოგიის და გარემოს დაცვის პოპულარიზაციისათვის.
4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
   თითოეულ მოსწავლეს  აუმაღლდა მოტივაცია, გახდნენ თვითდაჯერებულნი, გაიღრმავეს ცოდნა ეკოლოგიის საკითხებზე, რის შედეგადაც მოხდა ინფორმაციის მოძიება ეკოლოგიის საკიხებთან დაკავშირებით. ამის შედეგად განუვითარდათ კრიტიკული აზროვნება და პრობლემის მოგვარება, გადაჭრა.
 .  მსჯელობა და აღქმა.
  .  ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემის გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
     კომუნიკაცია და თანამშრომლობა
  .   პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში;
  .   აზრებისა და იდეების ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით.
   საინფორმაციო წიგნიერება
  .   ინფორმაციის მოძიება  და ეფექტურად გამოყენება, კრიტიკული და კომპონენტური შეფასება, ინფორმაციის შემოქმედებითად  გამოყენება მოცემულ საკითხთან  თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
 5.  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და რატომ?
       მთელი  პროექტის განმავლობაში მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებად. მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციები გადანაწილებული იყო, მაინც გამოიკვეთნენ ლიდერები. ამის გადაჭრას ვფიქრობ  შევძლებთ მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების უკეთ გათვალისწინებით. დავალებას ისე გადავანაწილებთ, რომ მოსწავლეებს მაქსიმალური ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი.
 6.  მოხდა თუ არა პროექტის  განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება  ან მოდიფიცირება და რატომ?
    არ მომხდარა აქტივობების  მოდიფიცირება და დამატება, რადგან პროექტი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით წარიმართა.
  7. რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?
      პროექტზე მუშაობამ მომცა გამოცდილება, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში და გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას. ყველაზე მთავარი, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებაა. მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით ფუნქციების გადანაწილება  და დავალების შერჩევა, რითაც ვფიქრობ  ხელს შევუწყობ მათ თანაბარ  ჩართულობას.

 მასწავლებელი: ხ.ზაბახიძე
                                                                                თარიღი:  2018 წლის 2 ივნისი








Comments